ბელგიელი ფეხბურთელი მუსა დემბელე კარიერას ჩინეთის უმაღლესი დივიზიონის „გუანგჟოუში“ გააგრძელებს. ლონდონურ კლუბსა და ჩინელებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და „დეზები“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებენ.
31 წლის დემბელეს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურებოდა.
ჩინეთში ის, თავდაპირველად, „ბეიჯინგ გუოანის“ შეადგენლობაში მოიაზრებოდა, თუმცა დედაქალაქურ გუნდს პრობლემები შეექმნა და ბელგიელმა თავი „გუანგჟოუში“ ამოჰყო.
„ტოტენჰემში“ დემბელე 2012 წლიდან თამაშობდა და 250 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა.