„ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასი" 1:0 დაამარცხა
„ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასი" 1:0 დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ტური გაგრძელდა. კვირის სათამაშო დღე „ტოტენჰემისა” და „კრისტალ პალასის” მატჩით გაიხნა.

მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემს” აკლდა უგო ლორისი, ტობი ალდერვეირელდი და დელე ალი, შეძლო მინიმალური ანგარიშით მოგება – 1:0. ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე კორეელმა ჰეონ-მინ სონმა გაიტანა.

ეს იყო ამ ფეხბურთელის მე-20 გოლი პრემიერლიგაში, რითაც სონი გახდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი. მან გაუსწრო თანამემამულე ჟი-სუნ პარკს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ 19 გოლი დაუგროვდა.

ამ მოგების შემდეგ, „ტოტენჰემს” 23 ქულა აქვს და მე-11 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იქნება.