ტოტენჰემმა ახალ სტადიონზე პირველი მატჩი გამართა (ვიდეო)

ტოტენჰემ ჰოტსპურის ახალმა სტადიონმა, რომელიც ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ უნდა გახსნილიყო, პირველ მატჩს უმასპინძლა. ეს იყო ლონდონური დერბი, რომელშიც მასპინძლები კრისტალ პალასს დაუპირისპირდნენ და საკუთარ გულშემატკივრებს საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გაუძლიერეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი სონ ჰიუნ მინმა და კრისტიან ერიკსენმა აიღეს მეტოქის კარი. შედეგად, ტოტენჰემმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

საზეიმო განწყობა ბევრმა გულშემატკივარმა ტვიტერის საშუალებით გამოხატა. ბიბისის ინფორმაციით, ტრიბუნებზე მსხდარ ადამიანთა დიდი ნაწილი ცრემლებს ვერ იკავებდა.

 

 

სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სუთქვისშემკვრელია. ჩვენ სახლში ვართ.

 

არ აქვს მნიშვნელობა, ვის ქომაგობ, ეს ნებისმიერი კლუბისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პირველი მატჩი ჩვენს ახალ სახლში. თვალებიდან ცრემლები მდის. დიდება, დიდება, ტოტენჰემ ჰოტსპურ.