კრისტოფერ ორე, „ტოტენჰემის“ მცველის სერჟ ორიეს ძმა, ტულუზაში მოკლეს. ამ ინფორმაციას ცნობას „ფრანს ნიუს 24“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 26 წლის მამაკაცი გამვლელებმა მუცელში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით იპოვეს. კრისტოფერ ორიეს სიახლოვეს პისტოლეტი ეგდო. იგი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იტყობინებიან, რომ ინციდენტი ღამის კლუბის მიმდებარედ მოხდა. მკვლელმა მიმალვა მოასწრო.