ქუთაისის “ტორპედოს” კიდევ ორი ახალწვეული ჰყავს – საქართველოს საფეხბურთო ლიგის ჩემპიონმა თორნიკე გრიგალაშვილი და ევგენი ბოხაშვილი დაიმატა.
25 წლის მცველმა გრიგალაშვილმა “ტორპედოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლოს საჩხერის “ჩიხურაში” ასპარეზობდა, მანამდე კი – “სამტრედიაში”, “ზესტაფონსა” და გერმანულ შვარც-ვაის “რედენში“.
“ტორპედოს” მეორე ახალწვეული 25 წლის ფორვარდი ევგენი ბოხაშვილია, რომელიც უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. ის ინჯებზე იმყოფებოდა და ამხანაგურ შეხვედრებში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ბოხაშვილი კლუბში დარჩა და “ტორპედოსთან” ერთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
ბოხაშვილი “დნიპროს” აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა. სხვადასხვა დროს “კრივბასის“, “კარპატის“, “ვოლინის, “ნაფტოვიკისა” და “რუხის” ფეხბურთელი იყო და უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.