ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა – ბოლნისის „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე დამარცხდა.
მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა: თამაში განახლდა თუ არა, ანგარიში ბოლნისელთა თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა გახსნა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ ქუთაისელები გააქტიურდნენ და 85-ე წუთზე თენგო წიქარიძის გოლით წონასწორობა აღადგინეს 1:1. გადამწყვეტი გოლი კი მსაჯს მიერ დამატებულ დროში გავიდა, „ტორპედოს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა გიორგი ქიმაძემ მოუტანა 1:2.
ქუთაისელებმა 24 ქულა დააგროვეს, მეხუთე ადგილზე არიან და სამეულთან ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო „სიონი“ 13 ქულით ისევ ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.