„ტორპედო“ ყაზახურ „აქტობესთან“ 0:2 დამარცხდა
„ტორპედო“ ყაზახურ „აქტობესთან“ 0:2 დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და დამარცხდა.

“ტორპედოს” მეტოქე ყაზახური “აქტობე” გახლდათ. ქუთაისელები მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე აქტიურები იყვნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხეს.

ყაზახებმა კი ორიოდე მომენტითაც ისარგებლეს. 45-ე წუთზე ანგარიში ხორვატმა ნახევარმცველმა ჰრვოე მილიჩევიჩმა გახსნა, რომელიც „აქტობემ“ იანვარში სერია „ა“-ს „პესკარადან“ დაიმატა. 85-ე წუთზე ქუთაისელებს ყაზახების კონტრშეტევა გამოეპარათ და ბერიკ აიმბეტოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.