ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოში პირველი გუნდია, რომელიც საკლუბო ტელევიზიას ჩამოაყალიბებს – ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
ქუთაისური კლუბის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ „ტორპედოს“ ინტერნეტტელევიზია „ტორპედო TV“ ახალი სეზონიდან აამუშაოს. ჩანაფიქრის თანახმად, საკლუბო ტელევიზია ყოველდღე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
კლუბი აპირებს, რომ ინტერნეტტელევიზიის დახმარებით ქუთაისელ ფანებს შესთავაზოს პირდაპირ ეთერში ასაკობრივი გუნდების მატჩები, სხვადასხვა სახის სიუჟეტები როგორც მთავარ, ისე ასაკობრივ გუნდებზე, ფეხბურთელებთან ინტერვიუები, მატჩისწინა პრევიუები, მატჩისშემდგომი კომენტარები, ემოციები, სხვადასხვა სახის გადაცემები და ა.შ.