ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლო სამ შეხვედრაში პირველად მოიგო. მოქმედმა ჩემპიონმა ბოლნისის „სიონი“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღო და დამსახურებულად გაიმარჯვა.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მეტოქეს წარმატების შანსი არ დაუტოვეს. ანგარიში მე-16 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა – შეტევის მოგერიებისას ალექსანდრე გურეშიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა 1:0.
50-ე წუთზე ბოლნისელთა კარი მეორედ ეფექტური დარტყმით ლევან კუტალიამ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 52-ე წუთზე თენგიზ წიქარიძემ დააფიქსირა – „ტორპედომ“ მეტოქე 3:0 დაამარცხა.
ამ მოგებით ქუთაისელებმა 12 ქულა დააგროვეს, მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდნენ. ბოლნისის „სიონი“ კი 7 ქულით მე-7 პოზიციაზეა.