„ტორპედო“ ევროსეზონს „შერიფთან“ წაგების შემთხვევაშიც გააგრძელებს
„ტორპედო“ ევროსეზონს „შერიფთან“ წაგების შემთხვევაშიც გააგრძელებს

ცნობილი გახდა ის გუნდები, რომლებსაც ქუთაისის „ტორპედო“ მოლდოვურ „შერიფთან“ მატჩის შემდეგ შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „შერიფს“ 10 ივლისს ქუთაისში უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი 17 ივლისს ტირასპოლში გაიმართება.

მომდევნო ეტაპის წილისყრაც დღეს ჩატარდა. „შერიფთან“ გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის გარანტია გახდება და ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისელთა მომდევნო მეტოქე მაკედონიური „შკენდიასა“ და უელსური „ნიუ საინტის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.

„ტორპედო“ ევროსეზონს დამარცხების შემთხვევაშიც გააგრძელებს და ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ „ჰიკსა“ და ფარერების „ვიკინგურს“ შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება. ამას ახალი ფორმატით ჩემპიონთა გზა ჰქვია – მატჩები 26 ივლისსა და 2 აგვისტოს გაიმართება.