„ტორპედო“-„დინამოზე“ რეკორდი დამყარდა - ქართულ კლასიკოზე 10 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა
ქუთაისში ქართული კლასიკო დაიწყო – რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურის და წრის ცენტრალური მატჩი მიმდინარეობს – „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ მასპინძლობს.
ამ გუნდების შეხვედრა მაყურებელს ყოველთვის იზიდავდა და ახლაც ასე მოხდა – ქუთაისის სტადიონზე 10 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. ეს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის სარეკორდო მაჩვენებელია.
ეროვნულ ლიგაში 2017 წლის რეკორდიც „რამაზ შენგელიაზე“ დამყარდა და ესეც ამ გუნდების შეხვედრაზე მოხდა – მაშინ „ტორპედო“-„დინამოს„ მატჩმა ქუთაისის სტადიონზე 9 ათასამდე მაყურებელი მიიზიდა.