საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2018 წლის სუპერთასი 24 თებერვალს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გათამაშდება და 15 საათზე დაიწყება.
ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდებიან.
სუპერთასის გათამაშების იდეა გაზეთ ”რეზონანსს” ეკუთვნის, რომლის ინიციატივითაც ეს პრიზი პირველად 1996 წელს გათამაშდა.