„ტორპედო“ ცხადაძის ყოფილ გუნდთან დამარცხდა
„ტორპედო“ ცხადაძის ყოფილ გუნდთან დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა წააგო.

ქუთაისური გუნდის მეტოქე კახა ცხადაძის ყოფილი გუნდი, ყაზახური ალმატის კაირატი“ იყო. ქუთაისელთა წინააღმდეგ ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა ითამაშა, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში რუსეთის ნაკრებსა და ლონდონის „არსენალში“ თამაშობდა.

ერთადერთი გოლი შელდონ ბატომ გაიტანა – ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრების მცველმა ქუთაისელთა კარი 88-ე წუთზე აიღო.

18 თებერვალს, „ტორპედო“ სამშობლოში დაბრუნდება და საქართველოს სუპერთასისთვის ქუთაისში მოემზადება.