ქუთაისის “ტორპედო” ალბანურ “კუკესთან” განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. კახა ჩხეტიანის გუნდი ჯერ ქუთაისში ვარჯიშობდა, დღეს კი განმეორებითი შეხვედრის ჩასატარებლად გაემგზავრა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ალბანეთში დღეს ჩაფრინდა – “ტორპედო” უკვე ამ ქვეყნის დედაქალაქ ტირანაშია და სასტუმრო “მაკ ალბანიაში” დაბინავდა. “კუკესთან” განმეორებითი მატჩისთვის მზადებას გუნდი ალბანეთში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს, თბილისში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მეტოქე 5:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გააჩნია. განმეორებითი შეხვედრა 16 აგვისტოს ქალაქ ელბასანის არენაზე გაიმართება.