ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს გამთენიისას რეგულარული სეზონის მორიგი სამი მატჩი გაიმართა.
ჰიუსტონის “ტოიოტა ცენტრში” ადგილობრივმა “როკეთსმა” “ტორონტო რეპტორსს” “უმასპინძლა. შეხვედრა კანადელების დამაჯერებელი გამარჯვებით 129-113 დასრულდა. სტუმართა შორის 29 ქულით საუკეთესო დემარ დეროუზანი გამოდგა. კაელ ლაურიმ და სი ჯეი მაელსმა საკუთარ გუნდს 19-19 ქულა შესძინეს. “როკეთსის” რიგებში 38 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯეიმს ჰარდენმა. ტრევორ არიზას ანგარიშზე 20 ქულაა.
ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა “ბოსტონმა”. “სელტიკსმა” ამჯერად “ბრუკლინ ნეთსს” “ბარკლაის ცენტრში” 109-102 სძლია. “სან ანტონიო სპურსმა” კი “დალას მავერიკსს” 97-91 მოუგო.