თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მადრიდის „რეალი“ 30 ქულის სხვაობით დაამარცხა
საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაში, გუშინ მე-7-ე ტურის რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა. მიმდინარე ტურნირზე, მეორე გამარჯვება მოიპოვას „ბასკონიამ“.
თორნიკე შენგელიას გუნდმა, საკუთარ დარბაზში მადრიდის „რეალი“ 105-75 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა, პირველ ტაიმში მეტოქეს 64 ქულა ჩაუგდეს. ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი, თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.
შენგელიამ 18 წუთში: 7 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. შეხვედრას ინტრიგა, მესამე მეოთხედის სტარტიდან დაეკარგა, როდესაც „ბასკონია“ 24 ქულით დაწინაურდა. პედრო მარტინესის გუნდში, საუკეთესო სტატისტიკა როდრიგ ბობუას ჰქონდა. ფრნაგმა უკანახაზელმა, 15 ქულა და 3 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. მადრიდელთა შორის, 18 ქულა ლუკა დონჩიჩმა მოაგროვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ბასკური კლუბი სატურნირო ცხრილში მე-15-ე ადგილზეა და მომდევნო ტურში, სტუმრად კაუნასის „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება.