თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში 26 ქულა ჩააგდო - „ვირტუსმა“ მეშვიდე მატჩი მოიგო #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში მერვე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. მისი მეტოქე „ბრეშა“ იყო, რომელმაც ღირსეული ბრძოლა გაუმართა ბოლონიელებს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – „ვირტუსმა“ 88:76 მოიგო.
გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 26 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 7-დან 7 ორქულიანი და 11-დან 9 ზუსტი საჯარიმოა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 შეადგინა.
იტალიის ჩემპიონატში „ვირტუსს“ 7 მოგება, 1 წაგება აქვს და პირველ ადგილზეა.