თორნიკე შენგელია - ყველაზე მთავარი, რაც იორდანიასთან მატჩში დავინახეთ, გუნდურობაა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - ყველაზე მთავარი, რაც იორდანიასთან მატჩში დავინახეთ, გუნდურობაა #1TVSPORT

86:69 – ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იორდანია. ეს იყო თბილისის საერთაშორისო თასის ნახევარფინალი. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოცხადდა:

„ამ მატჩში ბევრი პოზიტივი დავინახეთ. მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისიდან დღემდე პროგრესი ნამდვილად ჩანს. დაცვაშიც და შეტევაშიც იყო ბევრი კარგი ნიუანსი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ.

ყველაზე მთავარი, რაც იორდანიასთან მატჩში დავინახეთ – გუნდურობაა“.

თბილისის საერთაშორისო თასის ფინალურ შეხვედრას მონტენეგროსთან საქართველოს ნაკრები 13 აგვისტოს, 19:00 საათზე ჩაატარებს.