თორნიკე რიჟვაძე - ვინც ამბობს, რომ აჭარა გაჩერდა, დაპაუზებულია არა აჭარა, არამედ თქვენი პოლიტიკური წამზომი
დაპაუზებულია არა აჭარა, არამედ თქვენი პოლიტიკური წამზომი, – ასე მიმართა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს.
განცხადება მან შუახევში, მთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„დღევანდელი დღე არის ჩვენი ზუსტი პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ აჭარა გაჩერდა ან დაპაუზებულია. დაპაუზებულია მათი პოლიტიკური წამზომი. ჩვენ ასე შევძლებთ, ვუპასუხოთ მათ ქილიკს”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.