თორნიკე რიჟვაძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტების რჩევების საფუძველზე მივიღეთ
თორნიკე რიჟვაძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტების რჩევების საფუძველზე მივიღეთ

რეგიონში სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და დარწმუნებული ვარ, შემდეგი დღეების განმავლობაში გავრცელების რისკები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე გვარას საკონტროლო-გამშვებ პუნქტი მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, თუ რეკომენდაციების დაცვა მოხდება, თავიდან იქნება აცილებული სპეციალური ღონისძიებების შემოღება.

„ეს გამოწვეული იყო, ამ კლასტერის მომატების რისკებით, ამავე დროს, როცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ თუკი მოხდება ამ რეკომენდაციების დაცვა, თავიდან ავიცილებთ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც გულისხმობს სპეციალური ღონისძიებების შემოღებას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და დარწმუნებული ვარ, შემდეგი დღეების განმავლობაში გავრცელების რისკები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

​როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტების რჩევების საფუძველზე მიიღეს.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონკრეტული სპეციალისტების რჩევის საფუძველზე და გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით ეპიდემიოლოგიურ დასკვნას. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ემოციურად ან პოლიტიკურად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, ოპოზიცია საერთოდ გააზრებაში არ არის ეპიდრისკის, ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ ისე, როგორც ვიღებდით გადაწყვეტილებებს და მოვუსმენთ დარგის სპეციალისტებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.