თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის არჩევანი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს იქნება მიღწეული
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს იქნება მიღწეული.
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს გამოეხმაურა.
„ჯოზეფ ბორელმა ბევრი საინტერესო რამ თქვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის არჩევანი, რომელიც არის ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, იქნება მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი 7-8 სექტემბერს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.