თორნიკე რიჟვაძე - ჩვენც გვიკეთებენ ძალიან ბევრ ბანერს, მათ შორის არასასიამოვნოს, თუმცა დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას უწევს მოთმენა
ჩვენც გვიკეთებენ ძალიან ბევრ ბანერს, მათ შორის არასასიამოვნოს, თუმცა დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას უწევს მოთმენა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.
„ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც გვიკეთებენ ძალიან ბევრ ბანერს, მათ შორის არასასიამოვნოს, თუმცა ყველას უწევს მოთმენა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისე, როგორც ითმენენ ჩვენი ოჯახის წევრები. როგორც ვითმენდი მე ოთხი თვის განმავლობაში იმ სახედაკარგულ ოპოზიციას, ასევე ბევრს მოუწევს ბევრი რაღაცის მოთმენა. ბანერების გაკვრა-არგაკვრა არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ არ ვაფასებთ. უნდა ჰკითხოთ იმ ხალხს, ვინც ეს გააკრა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.