თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში და მთლიანად რეგიონში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად საყურადღებო რჩება
ბათუმში და მთლიანად რეგიონში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად საყურადღებო რჩება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
„ახლაც მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან. განვიხილავთ იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ერთი მხრივ ემსახურება ეპიდვითარების დასტაბილურებას და ამავე დროს არსებული პაციენტების აქტიურ მართვას. ამ ყველა პროცესში ჩართულია ყველა უწყება და ვცდილობთ, მივადევნოთ კონტაქტების გამოვლენას.
მისივე თქმით, აჭარაში უკვე გაზრდილია საწოლფონდი.
„საკითხში არ დგას კრიტიკულად საწოლფონდის დეფეიციტი. რიგი პაციენტებისა იმართება კოვიდ-სასტუმროებში. ძირითადად ესენი გახლავთ უსიმპტომო პაციენტები. ამავე დროს აღვნიშნავ, რომ უკვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად დაყოვნებების ნაწილში გვაქვს აღმოფხვრილი ის ხარვეზები, რომელიც იყო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონტროლი ჩვენ უკვე გავაძლიერეთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ეს ეხება კომერციულ სექტორს, თერმოსკრინინგს, რომელიც აქტიურად ტარდება. ჩართულია საპოლიციო ძალები და ემატება ეპიდემიოლოგებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დაიცვას რეკომენდაციები, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი მობილობისგან და ეს სიტუაცია რამდენიმე დღეში დასტაბილურდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.