თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე სექტემბრის ბოლომდე ათასზე მეტი ავტომობილისთვის უფასო იქნება
ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე სექტემბრის ბოლომდე ათასზე მეტი ავტომობილისთვის უფასოდ იქნება დათმობილი. ამის შესახებ განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ახალი საპარკინგე ადგილებით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ როგორც ბათუმელებს, ისე ქალაქის სტუმრებს.
„განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ახალ საპარკინგე სივრცეებზე. ასე რომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1 000-ზე მეტი ავტომობილისთვის იქნება უფასოდ დათმობილი სექტემბრის ბოლომდე და ისარგებლებენ როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები. ასე რომ, 1000 საპარკინგე ადგილი შეემატება ბათუმს მიმდინარე ტურისტულ სეზონზე“, – განაცხადა რიჟვაძემ.