თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული დატოვებს
ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული დატოვებს. გუშინ გამოკვლეული 177 პაციენტიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
რიჟვაძემ დღევანდელ სხდომაზე აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.
„პირველი, რა თქმა უნდა, დავიწყებ ზოგადად ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე და ასევე დღევანდელი სიახლეებით. დღეს გვყავს ოთხი გამოჯანმრთელებული, რომლებიც უახლოეს საათებში დატოვებენ კლინიკას. ასევე ორი დღის განმავლობაში განხორციელდა 177 მოქალაქის ტესტირება და ყველა პასუხი არის უარყოფითი. ასევე საკარანტინო სივრცეებში აქტიურად მიმდინარეობს საზღვრიდან შემოსული მოქალაქეების დაბინავება და შესაბამისად ისინი გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ შესაბამის ზედამხედველობას, მეთვალყურეობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.