თორნიკე რიჟვაძე არ გამორიცხავს, ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში, აჭარაში წერტილოვანი შეზღუდვები ისევ დაწესდეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არ გამორიცხავს, ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში, აჭარაში წერტილოვანი შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ სიტუაცია საყურადღებოა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რეგიონმა ზაფხულში ტურისტების მიღება შეძლოს.
„ვითარება უკვე საყურადღებოა. მოქალაქეებს მინდა, ვთხოვო, გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების მინიმალური რეკომენდაციების დაცვა, რათა შევძლოთ, შემდგომი კვირები წარმატებულად ვმართოთ პროცესი და ზაფხულისთვის უკვე მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ ტურისტები. თუმცა, თუ საჭირო გახდა, არ გამოირიცხება წერტილოვანი შეზღუდვების თავიდან შემოღება, რადგან ეს არის ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ გლობალურ გამოწვევასთან საბრძოლველად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.