საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს დაუბრუნდა. „კრასნოდარმა“ სეზონისთვის მომზადება დაიწყო.
ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ კი საერთო ჯგუფში ივარჯიშა.
2017 წელს ოქრიაშვილმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ექვსი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა. მოედანზე დაბრუნებულმა ანალოგიური ტრავმა მიიღო 29 სექტემბერს, როდესაც რუსულ პრემიერლიგაში “კრასნოდარის” შემადგენლობაში ტულის „არსენალის“ წინააღმდეგ მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. მას მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მუხლის ჯვარედინი მყესები ხელმეორედ გაუწყდა და ოპერაცია კიდევ ერთხელ დასჭირდა.
ოქრიაშვილმა რეაბილიტაცია მარტში დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა თასის პირველი მატჩს ყაზახეთთან გასვლაზე, “ასტანა-არენაზე” გამართავს.