ოქრიაშვილმა დაადასტურა - ფეხბურთელი „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT
ოქრიაშვილმა დაადასტურა - ფეხბურთელი „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია, – ინფორმაცია საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ოქრიაშვილმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო. 2010 წლის ბოლოს ის იჯარით დონეცკის „შახტარმა“ აიყვანა სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით.

2011 წლის იანვარში ოქრიაშვილი იჯარით მარიუპოლის „ილიჩევეცში“ გადავიდა, 2014 წლის ივლისში კი კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. 2016 წელს ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა „ესქიშეჰირსფორს“. 2022 წელს აპოელ-ი დატოვა, ხოლო 2023 წელს „გაგრის“ ფეხბურთელი გახდა.

თორნიკე საქართველოს ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. „ჯვაროსნების“ რიგებში 50 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.