ოქრიაშვილის სამაგალითო საქციელი - თორნიკე „უქიმერიონს“ დაეხმარა #1TVSPORT
ოქრიაშვილის სამაგალითო საქციელი - თორნიკე „უქიმერიონს“ დაეხმარა #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილმა საფეხბურთო სკოლა თბილისის „უქიმერიონის“ დახმარების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო სკოლამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დღეს ჩვენს „ინსტაგრამ“ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაგვიკავშირდა. ოქრიმ ჩვენი დახმარების სურვილი გამოთქვა. ის ჩვენს აკადემიას საჩუქრად ბურთებს და სავარჯიშო ინვენტარს გადასცემს. გვინდა მთელი აკადემიის სახელით ოქრის დიდი მადლობა გადავუხადოთ და დიდი წარმატებები ვუსურვოთ“, – წერია საფეხბურთო სკოლის განცხადებაში.

უქიმერიონი“ საქართველოში გამორჩეული საფეხბურთო სკოლაა – ის ემსახურება ქართულ საქმეს, საქართველოს. ამის გამო სკოლაში ვარჯიში უფასოა. „უქიმერიონი“ მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს.