„გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტი - ოქრიაშვილი „გაგრაში“ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ უცხოეთში არ წავა #1TVSPORT
„გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტი - ოქრიაშვილი „გაგრაში“ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ უცხოეთში არ წავა #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში არ წავა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი „გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გოდერძი ჩიხრაძემ გააკეთა.

„თორნიკე ჩვენთან ვარჯიშობს, მაგრამ გვითხრა, რომ შემოთავაზებები აქვს. თუ არ გამოვა, საქართველოში ჩემთვის პრიორიტეტული „გაგრაში“ თამაში არისო. მან კარიერა „გაგრაში“ დაიწყო და შემდეგ კი იცით, საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო. გამიხარდება, ისევ უცხოეთში, ძლიერ კლუბში რომ ითამაშოს. თუმცა, დღეს თავად მითხრა, თუ უცხოეთში გადასვლა გამოვა, ვიცი, არ გეწყინებათ, მაგრამ თუ არ წავალ, ზაფხულამდე „გაგრას“ გვერდში დაგიდგებითო.

ასე რომ, თორნიკე ახლა „გაგრაში“ ფორმის აღსადგენად ვარჯიშობს, ბოლომდე იხარჯება და დიდი იმედი მაქვს, „გაგრიდან“ ან უცხოური კლუბიდან ნაკრებს დაუბრუნდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გოდერძი ჩიხრაძემ.