„დინამო თბილისმა“ ოქრიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ოქრიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი გახდა – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

„„დინამო თბილისსა“ და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ნაკრების შემტევი კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა“, – წერია „დინამოს“ განცახდებაში.

თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი „მარიუპოლის“, „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „ესკიშეჰირსფორის“, „კრასნოდარის“, „ანორთოსისისა“ და აპოელ-ის ღირსება იცავდა. ბოლოს, 2023 წელს თორნიკე „გაგრაში“ თამაშობდა.

ოქრიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 49 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია.

2016 წელს ოქრიაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.