ლეგენდა სახლში დაბრუნდა - „გაგრამ“ ოქრიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
ლეგენდა სახლში დაბრუნდა - „გაგრამ“ ოქრიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის საფეხბურთო კლუბმა, „გაგრამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის ღირსებას დაიცავს.

„ლეგენდა სახლში დაბრუნდა. ოქრი იყო, არის და იქნება გაგრელი“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ოქრიაშვილი 16 წლის იყო, როდესაც „გაგრაში“ აიყვანეს და კლუბის ღირსებას 2009-2010 წლებში იცავდა. ამ გუნდის შემადგენლობიდან მიიწვიეს საქართველოს 19 და შემდეგ 21-წლამდელთა ნაკრებში.

ამის შემდეგ „გაგრის“ პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძის რეკომენდაციით დონეცკის „შახტარში“ მოხვდა. ოქრიაშვილს ასევე უთამაშია „ილიჩევეცში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, „გენკში“, „ესქიშეჰირსფორში“, „კრასნოდარსა“ და „ანორთოსისში“. თორნიკე ბოლოს კვიპროსის „აპოელში“ გამოდიოდა, მას შემდეგ ნახევარი წელი კი უგუნდოდაა.

31 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს, მისი ფორმა 46-ჯერ მოირგო და 13 გოლით „ჯვაროსნების“ საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეოთხე ადგილზეა.