ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ თორნიკე კაჭარავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე კაჭარავას გათავისუფლებას 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა და ბრალებულის მიერ დანაშაულის ჩადენის გამეორების საფრთხიდან გამომდინარე, კაჭარავა პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კაჭარავა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურისა და ასევე, პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარია. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.