თორნიკე ახვლედიანი ქუთაისის „ტორპედოდან“ „სამტრედიაში“ გადავიდა #1TVSPORT
თორნიკე ახვლედიანი „სამტრედიის“ ფეხბურთელია. 23 წლის ფორვარდი გუნდს ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა – ინფორმაციას „სამტრედიის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ახვლედიანი 2017 წელს „გაგრიდან“ ესპანეთში მიიწვიეს, სადაც ორი წელი „ლეგანესის“ 19-წლამდელების გუნდში თამაშობდა. საქართველოში დაბრუნებული ჯერ „ზესტაფონში“ ჩაირიცხა, შემდეგ კი „დინამო თბილისში“, ხოლო 2021 წლიდან ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია.
კახა ჩხეტიანის დროს ახვლედიანი „ტორპედოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, თუმცა, ტრავმების გამო ბევრი დრო გაუცდა და შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. სულ „ტორპედოში“ 51 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.
თორნიკე ახვლედიანმა „სამტრედიაში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა და კომენტარი გააკეთა.
„გუნდში ნორმალური ვითარებაა. აქ მოთამაშე ფეხბურთელებს ადრეც ვიცნობდი და არა მგონია, ადაპტაცია გამიჭირდეს. ჩემი აზრით, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოვახერხებთ.
მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო დრო გამიცდა და სისტემატურად ვარჯიში ცოტა ხნის წინ დავიწყე. ვფიქრობ, ახლა ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ და ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. მთავარია, ლიგაში ადგილი შევინარჩუნო“, – ამბობს თორნიკე ახვლედიანი.