თორნიკე რიჟვაძე - არც აჭარის უმაღლესი საბჭოს და არც აჭარის მთავრობის ლეგიტიმურობას საფრთხე არ ემუქრება
არც აჭარის უმაღლესი საბჭოს და არც აჭარის მთავრობის ლეგიტიმურობას საფრთხე არ ემუქრება, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორ აპირებს აჭარის უმაღლესი საბჭო მუშაობას იმ პირობებში, რომ მასში მხოლოდ მმართველი გუნდი რჩება.
რიჟვაძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობას ჩრდილს ვერ მიაყენებს რომელიღაც პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება.
„აჭარის უმაღლეს საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. როგორც უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობას, ასევე მის ფუნქციონირებას ჩრდილს ვერ მიაყენებს რომელიღაც პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება. ეს არის მათი პასუხისმგებლობის ნაწილი, ვინაიდან მათ პატივი უნდა სცენ, მათ შორის იმ ამომრჩევლებს, რომელთა ხმაც მათ მიიღეს. მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც უმაღლესი საბჭოს და არც აჭარის მთავრობის ლეგიტიმაციას. ასე რომ, ეს რის მათი გადასაწყვეტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ პატივი სცენ ამომრჩევლი ნებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.