ტორბიორნ იაგლანდი - უკრაინას უნდა დავეხმაროთ, შექმნას ისეთი სახელმწიფო, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან
უკრაინის დახმარების გეგმის ღირებულება 23 მილიონი ევროა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტორბიორნ იაგლანდის თქმით, ორგანიზაციის ყველა წევრი აღიარებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკანონო იყო.
იაგლანდი ფიქრობს, რომ ევროსაბჭომ წევრ ქვეყნებში პირადი უფლებები და თავისუფლებები უნდა დაიცვას.
„ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია უკრაინისთვის გავაკეთოთ, დავეხმაროთ შექმნას ისეთი სახელმწიფო, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან. პარალელურად, თუ ჩვენ მივიღებთ ყირიმსა და დონბასზე წვდომას, რაც აუცილებელი ზომაა, მაშინ ჩვენ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ეს ძალიან რთულია“, – აღნიშნა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.