ტონინო პიცულა - ევროკავშირის გაფართოების ახალ სტრატეგიაში არის მკაფიო ვადები გაწევრიანების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის, რაც ამ ათწლეულის ბოლოს უნდა დასრულდეს
ევროკავშირის გაფართოების ახალ სტრატეგიაში გათვალისწინებულია მკაფიო ვადები გაწევრიანების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის, რაც ამ ათწლეულის ბოლოს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა ტონინო პიცულამ ევროპარლამენტში გამართული სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.
როგორც პიცულამ განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირმა ერთსულოვნად უნდა მიიღოს.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან თითოეული ქვეყნისთვის მთავარი მომლაპარაკებელი უნდა იყოს დანიშნული.
„წარმოგიდგენთ რამდენიმე სიახლეს, რომელიც დოკუმენტში არის შემოთავაზებული. ესენია: მკაფიო ვადები გაწევრიანების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დასასრულებლად. ეს მოლაპარაკებები უნდა დასრულდება ამ ათწლეულის ბოლოს.
კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მოლაპარაკებების დაწყებაც და მოლაპარაკების თითოეული თავის დახურვაც. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ერთსულოვნად უნდა იყოს მიღებული. მჯერა, ეს იქნება სანდო პროცესი და ზოგიერთი საკითხის გადაჭრა მოლაპარაკებით იქნება შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ დრო, როგორც ეს მოხდა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის შემთხვევაში. ევროკავშირის მხრიდან თითოეული ქვეყნისთვის მთავარი მომლაპარაკებელი უნდა იყოს დანიშნული. ამან შეიძლება, სარგებელი მოუტანოს პროცესის გამჭვირვალობას, კერძოდ, როდესაც ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეებთან.
ჩარჩოს ჩამოყალიბება ეფექტური თანამშრომლობისთვის ევროპის პროკურატურასა და გაწევრიანების პროცესში მონაწილე ქვეყანას შორის, რათა მოხდეს ახლო თანამშრომლობის ხელშეწყობა და ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენების აღკვეთა.
გაწევრიანების პროცესში მონაწილე ქვეყნების ფორმალური შეფასება უნდა მოხდეს ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმით და ანგარიში უნდა წარედგინოს ევროკავშირის მართლმსაჯულების აღმრიცხველს, უნდა იყოს გამოყენებული იგივე ინდიკატორები, რომლებიც ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, რათა თავიდან ავიცილოთ პროგრესის მუდმივი დანაკლისი და რეგრესი.
ასევე უნდა შეიქმნას სპეციალური კანონის უზენაესობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფრო არსებით მხარდაჭერას გაუწვეს კანდიდატ ქვეყანას. ეს უნდა მოხდეს მოსამართლეების, პროკურორების აქტიური ჩართულობით.
კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირის პოლიტიკასთან, ინიციატივებთან და ერთიან ბაზართან დაახლოებისას, მათ შორის ევროკავშირის ფონდებთან ხელმისაწვდომობის გახსნა კონკრეტულ სფეროებში, საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, იგრძნონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სარგებელი პროცესის მიმდინარეობისთანავე და არა მხოლოდ მისი დასრულებისას.
ევროპარლამენტი მუდამ უჭერდა მხარს ევროკავშირის გაფართოებას. ერთად მუშაობითა და სოლიდური რეკომენდაციების მიღებით იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს მომავალი გაფართოების პოლიტიკა ამოქმედებული, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაწესოთ სტანდარტი, რათა ევროკავშირი კიდევ ერთხელ გაფართოვდეს“, – განაცხადა პიცულამ.