ტონგამ აშშ დაამარცხა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დასრულდა მორიგი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ტონგასა და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდები ხვდებოდნენ. სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი არაფერს წყვეტდა და მას გუნდებისთვის მხოლოდ პრესტიჟის დატვირთვა ჰქონდა.
მატჩის დაწყებამდე მაყურებელმა და მოთამაშეებმა ტიკიოში მომხდარი ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში კუნძულელთა უპირატრესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 31-19 დასრულდა.
ამრიგად, C ჯგუფში პირველი ადგილი ინგლისის ნაკრებმა დაიკავა, მას ორი ქულით ჩამორჩა საფრანგეთი, მესამეზე არგენტინა გავიდა 11 ქულით, ბოლო ორი ადგილი კი ტონგამ და აშშ-მ გაინაწილეს.