ტომსკის ოლქში მი-8 ტიპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა
ტომსკის ოლქში მი-8 ტიპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

ტომსკის ოლქში მი-8 ტიპის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს ორი მფრინავი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამსახური ავრცელებს.

ამასთან, ინციდენტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი სანიტარულ რეისს ასრულებდა.

თავდაპირველად, ვერტმფრენი რადარებიდან გაქრა.

ბორტზე სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი, ექიმი, პოლიციელი და ქალი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.