ტომას ზდეჩოვსკი - ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით, განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალი, ამჟამად ის ძალიან კარგ ნიშნულზეა
ტომას ზდეჩოვსკი - ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით, განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალი, ამჟამად ის ძალიან კარგ ნიშნულზეა

განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია და ჩვენი შესაძლო დახმარება სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, – ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის დეპუტატმა, ტომას ზდეჩოვსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით.

„დღეს განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალი. ამჟამად ის ძალიან კარგ ნიშნულზეა. მე თავად ჩეხეთიდან ვარ და საქართველოში ინვესტიციების მიხედვით მესამე ადგილზეა ჩემი ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც სტაბილური და პროაქტიული პარტნიორი იქნება საქართველო ჩეხეთთან, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან მიმართებით“, – აღნიშნა ტომას ზდეჩოვსკიმ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.