ბელგიელი მცველი ტომა მენიე დორტმუნდის „ბორუსიაში“ ითამაშებს. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს და იუწყება, რომ კონტრაქტი ფეხბურთელთან 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
„ეს გუნდი თამაშობს ზუსტად ისეთ ფეხბურთს, როგორიც მე მომწონს, გულშემატკივრები კი განთქმულები არიან თავიანთი ენთუზიაზმით. მე ამბიციური ადამიანი ვარ და მინდა, რომ „ბორუსიასთან“ ერთად ტიტულები მოვიგო“, – ამბობს მენიე.
შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების სეზონში ბელგიელი „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა. ფეხბურთელმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.