ტომ ტილისი - ვხედავთ, რომ ქართველ ერს სურს, გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ამისთვის საჭიროა, უბრალოდ განაგრძოთ პროგრესი
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ერს სურს, გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ განაგრძოთ პროგრესი. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის გავლენა თვალშისაცემია და ეს არ არის ადვილი, მაგრამ პროგრესი აუცილებელია ჩვენთვისაც, რომ მხარი დაგიჭიროთ ნატო-ს სამომავლო კონსოლიდაციისა და ევროკავშირის წევრობის მისწრაფებაში, – ამის შესახებ სენატორმა ტომ ტილისმა განაცხადა.
სენატორის თქმით, დასავლეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
„ვფიქრობ, ძალიან ცხადია მიზანი, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის გაცხადებული და ისინი, ვინც არჩეულები არიან ხალხის მიერ და ემსახურებიან ქართულ საზოგადოებას, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას. ამ მისწრაფების გათვალისწინებით, საჭიროა განგრძობადი რეფორმები და მოლოდინები, რაზეც სენატორი შაჰინი საუბრობდა – ეხება პრესას, მართლმსაჯულებას, ზოგიერთი შეშფოთება, რაც გვაქვს, რუსეთის გავლენებზე და იმდენი ასპექტია ქართული ცხოვრების. ჩვენ ვიცნობთ ქართველ ხალხს, რომელიც ასოცირდება ევროპასთან, ველოდებით დასავლეთს და გვსურს ყველაფრის გაკეთება თქვენს დასახმარებლად, რაც ჩვენს შესაძლებლობაშია. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რუსეთს ინტერესი აქვს საქართველოში ბიზნესის ინვესტირესების, ეს არის გავლენები, რომელიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას, რუსეთი ყოველთვის დაინტერესებულია დესტაბილიზაციით ნებისმიერი ერის, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფის. ამიტომ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ესეც რეფორმების პროცესის ნაწილია“, – განაცხადა სენატორმა.