ტოკიოში მაისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
იაპონიის დედაქალაქში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ინფიცირებულების უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ტოკიოს ღამის კლუბებში იმყოფებოდნენ.
დედაქალაქში მეორე დღეა, ახალი შემთხვევების რიცხვი 100-ზე მაღალია.
ტოკიოში ინფიცირების 19 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს უახლოვდება.