ტოკიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ტოკიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ტოკიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიის დედაქალაქში ინფიცირების 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, ტოკიო მკაცრი ზომების ხელახლა შემოღებას არ აპირებს.

იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 20 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორისო 1 000-მდე ინფიცირებული გარდაიცვალა.