ტოკიოში „კოვიდ-19“-ის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იაპონიის დედაქალაქისთვის ეს მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
„როიტერის“ ინფორმაციით, მეექვსე დღეა, ტოკიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი 50-ზე მაღალია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტოკიოში 6 292 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი.