ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიის დედაქალაქში „კოვიდ-19“-ის 224 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო რამდენიმე კვირაა, იაპონიის დედაქალაქში შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, შემთხვევების დღიური მაჩვენებელი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჯანდაცვის უწყებებმა შინჯუკუსა და იკებუკუროს გასართობ უბნებში გაფართოებული ტესტირებები დაიწყეს
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 20,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორისო 980 ლეტალური.