იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში „კოვიდ-19“-ის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დედაქალაქში უკვე მესამე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევათა რიცხვი 200-ს აღემატება.
საერთო ჯამში, ქვეყანას 21 200-ზე მეტი ინფიცირებული და 982 გარდაცვლილი ჰყავს. ვირუსისგან უკვე განიკურნა 17 ათასზე მეტი პაციენტი.