ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის დედაქალაქში კორონავირუსის 50-ზე მეტი შემთხვევა ბოლოს მაისის დასაწყისში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევათა უმეტესობა კომპანიებში და ღამის კლუბებში ფიქსირდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ტოკიოში „კოვიდ-19“-ის 5 895 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 323 ადამიანი. რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, იაპონიაში საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის 18000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 965 ადამიანი.