ტოკიოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ოთხი ადამიანი
ტოკიოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ოთხი ადამიანი

ტოკიოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თვითმხილველთა განცხადებით, მათ ფანჯრებიდან გამომავალი კვამლი დაინახეს, იგრძნობოდა გაზის სუნიც.