ტოკიოში, ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ტოკიოში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ის 103 შემთხვევა გამოვლინდა.
იაპონიის დედაქალაქში უკვე ვირუსის 3 836 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ 19“-ის 13 000 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულია 345 ადამიანი.
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისგან, განსაკუთრებით მოახლოებული ოქროს კვირის დღესასწაულის დროს.